LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას – პრემიერი

4120
1583143666

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალიც. სწორედ ამიტომ, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა წარუდგენს გეგმას იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსამსახური დაკარგეს ან პოტენციურად შეიძლება დაკარგონ სამსახური.

“ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული  მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით,” –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კორონავირუსთან ბრძოლისთვის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას ამისთვის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა.

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია
საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 48-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 259.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები