LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები უგუნური შეზღუდვების გამო დაკისრებული ჯარიმებისგან უნდა გათავისუფლდნენ – ირაკლი აბესაძე

114
images

„ზოგ შემთხვევაში შეზღუდვები იყო უგუნური. ვგულისხმობ კომენდანტის საათს, ასევე ავტომობილებში მსხდომი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას“,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაეკისრათ მოქალაქეებს, სრულად უნდა გაუქმდეს, რადგანაც მისი თქმით, დაწესებული ჯარიმები არაპროპორციული იყო და პირები ჯარიმდებოდნენ შერჩევითად.

„გარკვეული შეზღუდვების დიდი ნაწილი ქვეყანაში არ სრულდებოდა. არაერთი მასობრივი დარღვევა ვნახეთ, რაზეც მთავრობა შერჩევითი პრინციპით რეაგირებდა.

მაგალითად ცოლ-ქმარი, რომელიც დააჯარიმეს იმის გამო, რომ გვერდი-გვერდ ისხდნენ მანქანაში. ან ეკლესიის ეზოში ბზის გაყიდვაზე შეეძლოთ თვალი დაეხუჭათ, თუმცა ეკლესიის გარეთ ბზით მოვაჭრეები დაეჯარიმებინათ 3000 ლარით.

ზოგ შემთხვევაში ეს შეზღუდვები იყო უგუნური. ვგულისხმობ კომენდანტის საათს, რომელიც იყო არაფრის მომტანი შეზღუდვა. მოქალაქეები ამ უგუნური შეზღუდვების გამო დაკისრებული ჯარიმებისგან უნდა გათავისუფლდნენ. 3 000 ლარიანი ჯარიმა არის ზედმეტად მაღალი და მძიმე კრიზისულ პერიოდში მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება არ აქვთ“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.