LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩუქე ქართული – 28-29 დეკემბერს მეიდანზე საახალწლო ბაზრობა გაიმართება

48384868_1845663445562519_6131487031072653312_n

გაუკეთე შენს საყვარელ ადამიანს საახალწლოდ ყველაზე კარგი საჩუქარი და აჩუქე ქართული! ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 28-29 დეკემბერს, გაიმართება ორ დღიანი საახალწლო ბაზრობა მეიდანზე, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.

„საახალწლო ღონისძიება იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ და დააგემოვნონ ქართული ნაწარმი. ამასთანავე, დიდი არჩევანი იქნება საახალწლო საჩუქრების შერჩევაში, რადგან წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა”, – აცხადებენ სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“.

მათივე ცნობით, თუ მეწარმეებს სურთ მონაწილეობა მიიღონ საახალწლო ბაზრობაში, უნდა გაირონ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, არაუგვიანეს 23 დეკემბრისა: https://bit.ly/2rGU2rY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები