LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო მეფარიძე: „ეს იქნება ახალი სიტყვა ქართულ შოუ-ბიზნესში”

394

მომღერალი აჩიკო მეფარიძე 14 თებერვალს „ასა ჰოლში“ კონცერტს გამართავს. რა სიახლეებს სთავაზობს მონატრებულ თაყვანისმცემლებს მომღერალი, ამის შესახებ ის არ დაიდარდოს“ ესაუბრა:

– მე მინდა გითხრათ, რომ ხანგრძლივი პაუზა დასრულდა, საახალწლოდ ბევრი კონცერტი მქონდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ასევე გასტროლები მქონდა მიუნხენში, ყველა კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, მისი ჩატარების იდეა, გია გუმბერიძეს ეკუთვნის. სიახლეებს ვპირდები ჩემს თაყვანისმცმემლებს, კონკრეტულად ახალ ჩაწერილ სიმღერებს არ შევასრულებ, მაგრამ ბევრი ისეთი სიმღერა შესრულდება, რომელიც ზოგიერთ მსმენელს არ აქვს მოსმენილი. ეს ჩვეულებრივი მომენტია, მომღერალმა სიახლე ყველა კონცერტზე უნდა შესთავაზოს საკუთარ მსმენელს.

– საზღვარგარეთ გაქვთ დაგეგმილი კონცერტები?

– ახლა მივემგზავრები გერმანიაში. 9 მარტს მიუნხენში გავემგზავრებით მე და ზურა ხაჩიძე. ბოლო დროს ხშირად მაქვს გასვლითი კონცერტები. ემიგრანტებთან შეხვედრა, ძალიან მგრძნობიარეა ჩემთვის. საკუთარი სამშობლოდან მოწყვეტილ ხალხს, სულ სხვა შეგრძნებები აქვს. იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები