LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა ხმაურის ფონზე “დააბოქლომეს”

188
Untitlggggged

ხმაური იყო ბათუმში, უმაღლესი საბჭოს შენობასთან. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავების ფაქტს და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას აპროტესტებენ. შეკრებილებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. აქციის მონაწილეებს პოლიციასთან ერთად მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც წინააღდეგობას უწევდნენ. უმაღლეს საბჭოს შენობასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. 

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში: “დაბოქლომება” გრძელდება (ფოტო)

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩააგდების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა უწყების შენობის პიკეტირებას ახორციელებდნენ. ორი დღის განმავლობაში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სწორედ აქციის დაშლის შემდეგ დაიწყო პროტესტის ახალი ფორმა „დაბოქლომება“. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები