LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარიდან 38 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

84
ციტრუსი მანდარინი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს აჭარაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე დადებითად აისახა.  

„წარმატებული იყო ციტრუსის სეზონი აჭარაში და ამ წარმატების განმსაზღვრელია ჩვენი მოსახლეობის განწყობები. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, მეციტრუსე ფერმერებთან, ექსპორტიორებთან და უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეულია,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, 38 თასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა – მიმდინარე სეზონზე მუშაობდა 30-მდე ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები