LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” ტარდება

321
1-16

ბათუმში უკვე მეხუთე წელია სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება. წელს ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სოფლის კუთხეები მოეწყო. სტუმრებს 5 მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება შეუძლიათ. მსურველებს შესაძლებლობა აქვთკულინარიულ მასტერკლასში, ასევე არყის გამოხდისა და ყურძნის დაწურვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სანახაობა და კონცერტი იმართება.

აჭარის მუნიციპალიტეტის გარდა ღონისძიებაში საქართველოს სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ფესტივალის მიზანი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციაა.

ფესტივალი „განდაგანა“ ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება

წელს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მონაწილეებისა და სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. წინა წლისგან გასხვავებით, წელს მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პროდუქცია, ხილი, ტკბილეული, ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციები 50-მდე მეწარმემ წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და კერძო მეწარმეები. ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები