LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში კორონავირუსის გართულების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა

124
კლინიკა

აჭარაში კორონავირუსის გართულების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაცია „ფორტუნას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაცით, ახალგაზრდა ქალი კლინიკა „მედცენტრში“ რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის თავდაპირველად რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

„დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადმყოფობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები