LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებულ ტურისტებს სპეციალურ სერვისს შესთავაზებენ

43
241647376-3125626227710316-6592161518900971432-n

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდები აჭარის, როგორც ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების, მტაცებელი ფრინველების სახეობებისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოხმარების შესახებ ღებულობენ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარებათ.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები