აჭარის რეგიონში ახალი სათავგადასავლოსალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი მიმდინარეობს. ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს ქმნის.

კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი იმ ადგილებს შორისაა, რომლის მონახულებაც ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს შეუძლიათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის მარკირებას აქტიურად ანხორციელებს, მიმდინარეობს საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება და მარშრუტის ტურისტულ რუკაზე მუშაობა. შემოდგომაზე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდების და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფოტურს გეგმავს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები