LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო“ – გია ყანჩელმა ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გააფორმა

7746
shindisi

“შინდისის გმირების” პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ფილმის პრო­დი­უ­სე­რი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი გია ყანჩელის გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან შეხვედრას იხსენებს. 

გია ყანჩელი გარდაიცვალა

ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და ხშირად გადიოდა მკურნალობის კურსს. 

როგორც რეჟისორი წერს, მან ლეგენდარულ კომპოზიტორს “შინდისის გმირების” მუსიკალური გაფორმება სთხოვა, რაც გია ყანჩელმა სრულიად უანგრაროდ გააკეთა.

“როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “შინდისის გმირების” მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა, – მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!

მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. “შინდისის გმირების” პირველ ნაწილს, ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!

მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ!” – წერს რეჟისორი.

ფილმ შინდისის საერთაშორისო ტრეილერი:

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

გავიხსენოთ შინდისის ბრძოლის დაუჯერებელი გმირობის ისტორიები:

“დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს” – აშშ-ს საელჩო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები