LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 “აბიტურიენტს, რომელსაც ვირუსი არ უდასტურდება, მაგრამ ნიშნები ექნება, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს” – ამირან გამყრელიძე

105
7068-048-4

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არ დაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კოვიდზე ტესტი გაკეთებული აქვს და პასუხი უარყოფითია, მაშინ შესაბამისი პროტოკოლი არსებობს როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში. ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პროტოკოლია. ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს. ანუ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არ დაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ხაზს ვუსვამ, თუ PCR ტესტით პასუხი უარყოფითია და აბიტურიენტს გარკვეული სიმპტომები აქვს, მან გამოცდა შესაბამის პირობებში ჩააბაროს. არის რამდენიმე ვარიანტი. ტემპერატურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები და თითოეულ მათგანზე სპეციალური პროტოკოლი იქნება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები