LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბიტურიენტების ჯგუფში ვკითხულობ სასოწარკვეთილ პოსტებს.. ყველა მშობელი, რომელიც ფიქრობთ რომ თუ მაქსიმალური შედეგი არ აქვს ბავშვს, ყველაფერი წყალში ჩაგეყარათ, ხართ ტოქსიკური“ – რა მიმართვას ავრცელებს მასწავლებელი

604
BeFunky-collage (1)

ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, ლიკა კაპანაძე საზოგადოებას უზიარებს აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილის მიერ სხვადასხვა ჯგუფებში გამოქვეყნებულ სასოწარკვეთილ პოსტებს, რომელშიც აბიტურიენტები მიღებული დაბალი ქულების გამო დარდობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მშობლები იმედგაცრუებული დატოვეს.

სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება ლიკა კაპანაძე საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში.

ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„აბიტურიენტების ჯგუფში ვკითხულობ სრულიად კატასტროფა და გამაოგნებელ პოსტებს…

რომ ბავშვებმა დაბალი ქულები აიღეს და მშობლებისთვის უდიდესი იმედგაცრუება არიან,

რომ ნორმალური ქულები მიიღეს და მაინც იმედგაცრუებული დატოვეს მშობლები…

რომ “რესურსი”, რომელიც  მშობლებმა მათში ჩადეს წყალში ჩაიყარა…

და ბევრი მსგავსი შინაარსის სასოწარკვეთილი პოსტი.

ყველა მშობელი, რომელიც ფიქრობთ რომ თქვენს შვილში ჩადებული “ინვესტიცია”  უკან უნდა ამოიღოთ და თუ მაქსიმალური შედეგი არ აქვს ბავშვს, ე.ი. ყველაფერი წყალში ჩაგეყარათ, ხართ ტოქსიკური და სრულიად გაუმართლებელი დამოკიდებულების მქონე.

აბიტურიენტი არ არის კონკრეტული ოპერაციების შესასრულებლად მომართული რობოტი.

საგამოცდო პერიოდი არის ძალიან დიდი სტრესი მათთვის და ყველა ერთნაირად ვერ ხვდება ამ სტრესს, ზოგის ფსიქიკა ძალიან მყარია, ზოგის ნაკლებად.

და ასეთ კრიტიკულ პერიოდში, იმის ნაცვლად, რომ ბავშვები საყვედურებით აავსოთ და თავი არარაობად აგრძნობინოთ, სჯობს გვერდით დაუდგეთ და უთხრათ რომ ყველაფერი წინ არის და არ აქვს მნიშვნელობა ხუთი, ათი და თხუთმეტი ქულით მეტს მიიღებენ თუ ნაკლებს, უთხარით რომ შემდეგ ცდაზე გამოუვათ, რომ ყველაფერს შეძლებენ და თქვენ იქნებით მათ გვერდით ყოველთვის.

ხო და კიდევ, არ აქვთ ამ ბავშვებს თქვენი ვალი, არა! პირიქით, ეს თქვენ გაქვთ მოვალეობა მათ წინაშე, რომ გარკვეულ ასაკამდე კარგი მშობლობა გაუწიოთ!

მერე თვითონ იპოვიან თავიანთ გზას.

პ. ს მე რომ აბიტურიენტი ვიყავი, ჩემების პოზიცია იყო ასეთი “ყველაფერი გამოვა, მაგრამ თუ არ გამოვა, რაღაც იქნება, გამოსავალს ვიპოვით.”, – წერს ლიკა კაპანაძე.

„ქიმიაში 63-დან 63 ქულა ავიღე“ – რა რჩევებს აძლევდა გია მურღულია შვილიშვილს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო

„შედეგებმა სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო მომიმატა” – გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ და უცხო ენებში უმაღლესი ქულები მიიღო

„ხუთივე კლასელები ვართ“ – გაიცანით, სოფელ შემოქმედის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საუკეთესო ქულები მიიღეს

„იმდენად მეშინოდა, ლინკი ვერ გავხსენი“ – მარიამ რუხაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა აიღო

„კარგი შეგრძნებაა..“- გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა აიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები