LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტები საგამოცდა ბარათის ამობეჭდვას ხვალიდან შეძლებენ

160
BeFunky-collage

აბიტურიენტები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის კანდიდატები საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას ხვალიდან, 27 ივნისიდან შეძლებენ. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, საგამოცდო ბარათის ამოსაბეჭდად მსურველი ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge, პირად გვერდზე უნდა შევიდეს და გამოიყენოს ღილაკი “დაბეჭდეთ ბარათი”.

ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა გამოსაცდელმა უნდა გაითვალისწინოს.

ცნობისთვის, საგამოცდო ცენტრები საქართველოს მასშტაბით ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში იხსნება.

პოპულალურები