LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დააფასე მიღწეული, მაგრამ ეძიე ახალი შესაძლებლობები!“ – ინგვარ კამპრადის ცნობილი გამონათქვამები

5893
ინგვარ კამპრადი

მართალია, შვედმა მეწარმემ ინგვარ კამპარდმა მამის ფარდულში მოწყობილი ავეჯის სახელოსნოთი წამოიწყო საკუთარი ბიზნესი, მაგრამ პრაგმატული და გონივრული მართვის წყალობით მცირე წამოწყება ჯერ ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების უმსხვილეს კომპანიად, მერე IKEA-ს გიგანტურ იმპერიად აქცია, რომელიც მთელი 70 წელი ხელმძღვანელობდა.

ცნობილი გამონათქვამები:

fortuna.ge გთავაზობთ ინგვარ კამპრადის ცნობილ ფრაზებს:

ხელმძღვანელების საყურადღებოდ! ნუ მოსთხოვთ მშიერ თანამშრომელს გააკეთოს თქვენი საქმე კარგად! ყველაზე კარგი თანამშრომელიც ვერ იქნება მაძღარი, მარტო იმიტომ, რომ თქვენ არ გშიათ!

ეფექტურობის ასამაღლებლად წესების გამარტივებაა საჭირო, რაც უფრო მეტი რთული წესია, მით უფრო დაბალია მუშაობის ხარისხი, რადგან რთული წესები ნებისმიერი წარმოების პარალიზებას იწვევს.

შეძლებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ პოპულარობის მოსაპოვებლად, პუბლიკაზე თავის მოსაწონებლად იყენებს საკუთარ ქონებას – ყოველთვის გაღიზიანებას და ანტიპათიას იწვევს.

სიმდიდრე მხოლოდ იმ ადამიანს აფუჭებს, ვინც ფულს არა რესურსად, არამედ საკუთარი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

ძლიერი ადამიანი ყოველთვის პოზიტიურადაა განწყობილი და შიშის გარეშე, თამამად უყურებს მომავალს.

საქმის კარგად კეთებას მოტივაცია სჭირდება, სამსახური კი, არ უნდა იყოს უბრალოდ შემოსავლის წყარო.

ადამიანი, რომელიც ფუჭად ხარჯავს საკუთარ ნიჭსა და რესურსებს – აუცილებლად მარცხისთვისაა განწირული.

ნამდვილი ბედნიერება – არა მიზნის მიღწევა, არამედ გზაა, რომელსაც მიზნის მისაღწევად გადიხარ.

მარტო იმას არ ეშლება, ვისაც სძინავს, არადა ზოგი მთელ ცხოვრებას ძილსა და ზმანებაში ატარებს.

წარმატებული ბიზნესის მთავარი საიდუმლო – საკუთარ თავში სიხარბის დაძლევაა!

ყველაზე საშინელი შხამი – შეგრძნებაა, რომ უკვე მიაღწიე იმას, რაც გსურდა.

გადაჭარბებული კონტროლი – კორპორატიულ სიკვდილს ნიშნავს.

შეცდომის დაშვების შიში – პროგრესის და განვითარების ყველაზე დიდი მტერია.

რესურსების ფუჭად ხარჯვა – კაცობრიობის უკურნებელი სენია.