LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ომი და ესკალაცია გვქონდა, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა“ – ღარიბაშვილი

131
Untitled design (1)

„ჩემი და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ოკუპაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ „მისი მთავრობის პერიოდი არის ერთადერთი, როდესაც ქვეყანაში მშვიდობაა“.

„თანამედროვე ისტორიაში, როდესაც 90-იან წლებში დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ჩემი და ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. სხვა მთავრობის პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ომი და ესკალაცია გვქონდა, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს…

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოკუპაცია ქვეყანას უშველებელი რისკების და გამოწვევების წინაშე აყენებს, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა უსაფრთხოების სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები