LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების შენარჩუნებისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

92
უახლოეს-დღეებში-სურსათი-მინიმუმ-5-ით-გაძვირდება

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 10 000 000 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, აღნიშული თანხა არის სუბსიდია, რომლითაც სახელმწიფო კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდას დააზღვევს.

ის 9 პროდუქტი, რომელიც არ გაგვიძვირდება უკვე ცნობილია - გაეცანით სიას

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

პროგრამა ითვალისწინებს იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

თუ კომპანია არ შეასრულებს ვალდებულებას და სუბსიდირების მიღების შემდეგ პროდუქტების ფასებს გაზრდის, მას სანქციები დაუწესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები