LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მაისთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი გადაურიცხა

157
Untitled design (8)

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 84 ვეტერანს და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 46 წევრს გაუწია:

“მთავრობის განკარგულებამდე, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა მეუღლეებს – 300 ლარი გადაურიცხა, რასაც მთავრობის განკარგულების თანახმად, 400 და 200 ლარი დაემატა და ომის ვეტერანთა შემთხვევაში 1 000, ხოლო მარჩენალდაკარგულთა შემთხვევაში, 500 ლარი შეადგინა.

თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განხორციელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოპულალურები