LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

87 წლის პაციენტმა, ოთარ აბაშიძემ კორონავირუსი დაამარცხა

190
122211455-3418203848260675-4555056546089628912-n

ქობულეთში მცხოვრებმა, 87 წლის ოთარ აბაშიძემ კორონავირუსი დაამარცხა.

ასაკოვანი პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მედცენტრი ავრცელებს.

,,სასიხარულო სიახლე! დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COVID-19 დაამარცხა. ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COVID-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში, სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COVID-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია. მზრუნველი ექიმების და ექთნების ძალისხმევით მან მოახერხა ვირუსის დაძლევა! მივულოცოთ ბატონ ოთარს გამოჯანმრთელება და ვუსურვოთ დიდხანს სიცოცხლე! წლების შემდეგ შვილთაშვილებისთვის მოეყოლოს კოვიდის დამარცხების ამბავი! მადლობა მედპერსონალს თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის! პაციენტის ნებართვით გიზიარებთ ფოტოს!”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები