LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლიანი მეგობრობის შემდეგ, ქალებმა ხანდაზმულთა ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობა გადაწყვიტეს

233
-109989545-pairinphoto

80 წლიანი მეგობრობის უწყვეტი კავშირის შემდეგ, ქალებმა ხანდაზმულთა ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობა გადაწყვიტეს. მეგობრობის ამ საოცარი ისტორიის შესახებ BBC წერს.

89 წლის კატლინ სავილი და ოლივ ვუდვარდი 1941 წელს, 11 წლის ასაკში, სკოლაში დამეგობრდნენ და მას შემდეგ საუკეთესო მეგობრები არიან..

„დინამიური დუეტი“ – ასე უწოდებენ ხანდაზმულთა სახლში კატლინსა და ოლივს, რომლებიც გაცნობის პირველივე წუთებიდან მეგობრობენ და ერთმანეთისგან 10 წუთის სავალზე ცხოვრობდნენ.

“ახლაც შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რამხელა სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ”, – ამბობს მენსფილდის ხანდაზმულთა სახლის თანამშრომელი.

მეგობრები  სამოთხეში

კატლინ სავილი ამბობს, რომ ეს მეგობრობა მისთვის ყველაფერს ნიშნავს და მათი კავშირი სამოთხეშიც გაგრძელდება.

“არ აქვს მნიშვნელობა პრობლემა მაქვს თუ უხალისოდ ვარ, კატლინი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაბედნიერებას”- ამბობს ოლივ ვუდვარდი და დასძენს, რომ მეგობრისგან განსხვავებულ სახლში ყოფნამ დეპრესიაში ჩააგდო, ახლა კი ერთმანეთის ნახვა ყოველდღე შეუძლიათ და მათ შორის მცირე მანძილიც აღარ არსებობს.

“უჩვეულოა , მაგრამ ისინი არასდროს წყვეტენ საუბარს და სიცილს, მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი და ამას ყველა ხედავს” – ამბობს ხანდაზმულთა სახლის მენეჯერი.

კატლინისა და ოლივის რჩევა ყველას, ვისაც სურს შეინარჩუნოს მეგობრობა რვა ათწლეულის განმავლობაში.

“ნუ მოიცდით, ყოველთვის თქვენ ნუ დაელოდებით მის მოსვლას, წადით და ნახეთ მეგობარი, ტანგოს ორი ადამიანი ცეკვავს”- ამბობენ განუყრელი მეგობრები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები