დღეს მსოფლიოში ბევრი ლამაზი და გამორჩეული რესტორანია, რომლებიც სტუმრებს სხვადახვა ეროვნული სამზარეულოს კერძებს სთავაზობენ. რატომღაც ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ რესტორნის სტუმრობა აუცილებლად საზეიმო ღონისძიებას ან რაიმე დღესასწაულს უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ბევრ ქვეყანაში, რესტორანში ჭამა ჩვეულებრივი, ყოველდღიური, ასე ვთქვათ, რიტუალი და დასვენების მშვენიერი საშუალებაა. დღეს რესტორანში წასვლა არა მხოლოდ გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ, გარკვეულწილად, ესთეტიკური სიამოვნების მიღებაცაა. ძალიან მნიშვნელოვანია რესტორნის დეკორაცია და დიზაინი. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ორიგინალურ რესტორნებს.

 

florian – ვენეცია

ევროპის უძველესი რესტორანი სტუმრებს სთავაზობს აირჩიონ, რომელ ქვეყანაში სურთ დროის გატარება. თითოეული დარბაზის ინტერიერი უნიკალურია და სხვადასხვა ქვეყანას უკავშირდება. ჩინეთის დარბაზში შესანიშნავი გობელენებია, თავისუფლების დარბაზში – სტოკების ჩამოსხმა და უძველესი სვეტები. ძვირადღირებული რესტორნის ერთ-ერთ შენობაში, კედლებზე ცნობილი ვენეციელების – მარკო პოლო, ანდრეა პალადიო და ტიტანის პორტრეტებია ჩამოკიდებული. ყველა პორტრეტი მხატვრის ჯულიო კარლინის მიერაა შექმნილი.

აქ ვიზიტორებს საუკეთესო ყავის დაგემოვნება შეუძლიათ, რომელიც ორიგინალური რეცეპტების მიხედვით მზადდება. მენიუში ამ შესანიშნავი სასმელის 33 ტიპია შეტანილი.

 

ithaa – მალდივები

 

სპეციალისტები და ექსპერტები აღიარებენ, რომ Ithaa ყველაზე ლამაზი რესტორანია მსოფლიოში. უნიკალური რესტორანი კონრად მალდივის კუნძულ Rangali Island Resort-ში, წყლის ქვეშ 5 მეტრის სიღრმეზე მდებარობს. ორიგინალური “წყალქვეშა ნავის” კედლები აკრილისგანაა დამზადებული, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ინდოეთის ოკეანეის მცხოვრებთა აქტიურ ცხოვრებას დააკვირდნენ.

 

Four Seasons – ნიუ-იორკი

დღეს ეს რესტორნის ყველაზე კონსერვატიული დიზაინია, რომელიც 1958 წლის შემდეგ არ შეცვლილა. Four Season რესტორანი ცათამბჯენში მდებარეობს. არქიტექტორებმა და დიზაინერებმა ახალ არქიტექტურულ სტილს ჩაუყარეს საფუძველი აშშ-ში.

იმ დროის კიდევ ერთი ინოვაციური იდეა რესტორნის ინტერიერის გაფორმებაში გამოვლინდა. ავტორები ცდილობდნენ ვიზიტორთა გასტრონომიული და ესთეტიკური საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ. ამის გამო, ცნობილი მხატვრების ნახატები დაწესებულების კედლებზე კიდია, ხოლო სივრცეს შესანიშნავი ქანდაკებები ამშვენებს.

 

Tori Tori – მექსიკა

რესტორნის ფართო დარბაზების ინტერიერი, იაპონური კულტურის მთელი ტრადიციებით, შესანიშავი დეკორაციებითაა გაფორმებული. რესტორნის ორიგინალური და კომფორტული ავეჯი რვა თვის განმავლობაში მზადდებოდა.

 

nautika – ხორვატია

ყველაზე მდიდრული რესტორანი დუბროვნიკში მდებარეობს. ეს ადგილი არა მხოლოდ შესანიშნავი სამზარეულოთი, არამედ შესანიშნავი ტერასებითაა განთქმული.

სტუმრებს შეუძლიათ ვახშმის დროს, ზღვის ულამაზესი ხედებით დატკბნენ. Nautikaს ტერასებიდან შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების ხედებიც იშლება.

 

German Gymnasium – ლონდონი

ბრწყინვალე რესტორანი ვიქტორიანულ სამსართულიან კორპუსში მდებარეობს, მეფეთა ჯვრის სადგურთან. ადრე, შენობა გერმანული გიმნაზია იყო. არქიტექტორები და დიზაინერები ისტორიულ ადგილს უჩვეულო და ორიგინალურ სტილში გარდაქმნიდნენ. რესტორნის მეორე სართულზე ბარია, ხოლო, პირველ სართულზე – კაფე. რესტორანი სტუმრებს გერმანულ  ტრადიციულ კერძებს სთავაზობს.

 

labassin Waterfall – ფილიპინები

ეს ალბათ, ყველაზე უჩვეულო რესტორანია მსოფლიოში. ერთადერთი, ღია ცის ქვეშ მდებარე დარბაზი, ლაბასინის კაშხლის ხელოვნურ ჩანჩქერთან მდებარეობს. სტუმრები ბამბუკის მაგიდებზე სხედან და ფეხები ჩანჩქერის წყალში აქვთ. ეს მშვენიერი ადგილი, ტროპიკული მცენარეებითა და ხეებითა გარშემორტყმული. ბუნებრივი სილამაზისა და ხელოვნური ჩანჩქერის კომბინაციამ რესტორანი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილად აქცია.

 

LumiLinna – ფინეთი

რესტორანს არა მხოლოდ კედლები, არამედ ყინულისგან დამზადებული მაგიდები და სკამები აქვს. ვიზიტორების კომფორტისა და ჯანმრთელობისთვის, სკამები ირმის ბეწვითაა დაფარული. ყინულის ფიგურები საოცარ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიან.