LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ფაქტი თბილისზე, რომელიც არ იცოდით: რა აღმოაჩინეს რუსებმა ჩვენზე

3521
Capture

რუსი ტურისტების ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი ყოველთვის მაღალი იყო. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველთვის აღემატებოდა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული დამსვენებლების რაოდენობას.
ერთ-ერთი რუსული საიტი მკითხველს საქართველოს დედაქალაქის შესახებ უყვება. სტატიაში თბილისის შესახებ საინტერესო ფაქტებია მოყვანილი.

 

1. თბილისი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი

საკონსულტაციო კომპანია „მერქერის“ რეიტინგის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქალაქების სიაში მსოფლიოს 209 ქალაქიდან მერვე ადგილზე მოხვდა. შედარებისთვის, მოსკოვი 182-ე ადგილზეა, კიევი კი 59-ე.

 

2. თბილისში არის ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა, რომელიც ქალაქს 2005 წელს სტუმრობდა

3. თბილისი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი

Numbeo-ს 2019 წლის მონაცემთა ბაზის რეიტინგში თბილისი უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-15 ადგილზეა. ამავე რეიტინგში, კიევი 187-ე, ხოლო მოსკოვი 229-ე ადგილს იკავებს.

 

4. მთელი რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა თბილისში დაიბეჭდა


საფოსტო მარკა „ტფილისის უნიკა“ თბილისში 1857 წელს დაიბეჭდა. შესაბამისად, მთელ რუსეთის იმპერიაში ეს პირველი საფოსტო მარკა გახდა. ამჟამად ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული საფოსტო მარკაა მსოფლიოში. 2008 წელს „ტფილისის უნიკის“ ერთი ეგზემპლარი 700 ათას დოლარად გაიყიდა.

 

5. ვისოცკი თბილისში 1966 წლის ივნისში კინაღამ დაიხრჩო


რუსი მუსიკოსისა და მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის მეორე მეუღლე, ლუდმილა აბრამოვა თავის წიგნში „ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან“ იხსენებს:
„ფილმ „ტაგანკის“ მთავარ რეჟისორს, იური ლუბიმოვს თბილისში მეგობრები ჰყავდა. ერთხელ ის და თეატრის რამდენიმე მსახიობი მათ აგარაკზე ესტუმრნენ. მათ შორის იყვნენ ვისოცკი და მისი ბავშობის მეგობარი გიორგი ეპიფანცევი.
მტკვრის ნაპირას ნამდვილი ქართული ნადიმი გაიმართა, რომელიც ვისოცკის ნაკლებად აინტერესებდა – იმ პერიოდში სპირტიან სასმელებს არ სვამდა. როდესაც მაგიდასთან ჯდომითა და მოქეიფეთა ყურებით დაიღალა, მდინარისკენ გაეშურა და მტკვარში შესცურა. მტკვარი ძალიან სწრაფი მდინარეა, წყალი კი ყინულივით ცივი. ვისოცკიმ, რომელიც კარგი მოცურავე იყო, საკუთარი ძალები ვერ გათვალა და ფეხებში კრუნჩხვები დაეწყო. ეპიფანცევს გულმა ცუდი უგრძნო და წყალში გადახტა. ის სწორედ იმ მომენტში დაეწია ვისოცკის, როდესაც მას საბოლოოდ გამოელია ძალები და მეგობრის ნაპირზე გამოყვანა შეძლო.“

 

6. თბილისი 3 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქი იყო

1918 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როცა პოლიტიკურმა პარტიებმა ბრძოლა დაიწყეს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისი მხოლოდ 3 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, რადგან 1921 წელს ბოლშევიკების მეთერთმეტე წითელი არმია თბილისში შეიჭრა და ქვეყანამ თითქმის 70 წლით დამოუკიდებლობა დაკარგა.

 

7. თბილისი პოეტებისა და მწერლების ქალაქი

“პუშკინი სტუმრად ჭავჭავაძესთან”. ავტორი ა. თომაშვილი

 

ალექსანდრე გრიბოედობმა თბილისში დაწერა თავისი ნაწარმოების „ვაი ჭკუისაგან“ პირველი და მეორე აქტი.
მიხეილ ლერმონტოვმა პოემა „მწირი“ თბილისში დაწერა.
ალექსანდრე პუშკინი თბილისში ყოფნის შესახებ წერდა: არ მახსოვს დღე, დღევანდელზე უფრო მხიარულად ვყოფილიყავი.”
ლევ ტოლსტოიმ თბილისში ყოფნის დროს დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები „ბავშვობა“
მაქსიმ გორკიმ თავისი პირველი მოთხრობა „მაკარ ჩუდრა“ თბილისში დაწერა და ადგილობრივ გაზეთ “კავკაზში“ გამოაქვეყნა.

 

 

8. თბილისში არის მსოფლიოში სიმაღლით მეექვსე მართლმადიდებლური ტაძარი


წმინდა სამების საკათედრო ტაძარი – ეს არის საქართველოში ყველაზე მაღალი ტაძარი, სიმაღლით 86,1 მეტრი. მისი მშენებლობა 1995 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა.

 

სალომე გაზდელიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები