LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

75 წლის კატრინ დენევი და 55 წლის ჯულიეტ ბინოში წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

989
სურატი

იტალიურ კუნძულ ლიდოზე ვენეციის რიგით 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა. 2019 წლის საფესტივალო პროგრამაში ბევრი საინტერესო კინოსურათია. ფესტივალის პრველ დღეს ხიროკაძუ კორედას ფილმი „სიმართლე“ აჩვენეს, სადაც მთავარ როლებს კატრინ დენევი და ჯულიეტ ბინოში ასრულებენ. მსახიობები პირველები გამოჩნდნენ ფესტივალის წითელ ხალიჩაზე. დენევი ბრწყინავდა შავი ფერის ანსამბლში, რომელზეც ნარინჯისფერი, ბეწვით გაფორმებული მოსასხმანი ჰქონდა მოცმული. მბზინავ თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი 55 წლის ჯულიეტ ბინოში.

წელს საკონკურსო პროგრამაში 20-მდე ფილმია. გამარჯვებულების ვონაობა 7 სექტემბერს გახდება ცნობილი.  

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები