LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის ბებომ უნივერსიტეტი შვილიშვილთან ერთად დამთავრა

156
201210134755-01-grandmother-granddaughter-graduate-trnd-exlarge-169

განათლების მისაღებად გვიანი არასდროს არ არის, 74 წლის პეტ ორმონდი ამის ნათელი მაგალითია. ქალბატონმა ანთროპოლოგიაში ბაკალავრის დიპლომი სწავლის დაწყებიდან 42 წლის შემდეგ აიღო.

ორმონდების ოჯახისთვის პეტი ერთადერთი კურსდამთავრებული არ არის და პეტთან ერთად უნივერსიტეტი მისმა 22 წლის შვილიშვილმა მელოდიმაც დაამთავრა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ კოლეჯში ვისწავლიდი“, უთხრა CNN-მელოდიმ, „თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დროს ჩემთან ერთად ბებოც იქნებოდა.“

პეტი, რომელსაც ამ თვეში 75 წელი უსრულდება, ატლანტას უნივერსიტეტში 1978 წელს ჩაირიცხა. ერთი სემესტრის დახურვის შემდეგ კი მან სწავლა მიატოვა და ტენესის შტატში გადაბარგდა.

შემდეგი წლების განმავლობაში ამერიკელმა რამდენიმე სამსახური გამოიცვალა და შემდეგ მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობდა. ამ წლების განმავლობაში ოჯახი მას ძალიან ამხენევებდა და სწავლის დასრულების გადაწყევტილებაც დიდწილად მათი დამსახურებაა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ პეტს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აღმოაჩნდა და როგორც იქნა დიდი ხნის ოცნების ასრულება გადაწყვიტა. თანაც, ამ დროს კოლეჯში მისი შვილიშვილიც აბარებდა და პეტმა მასთან ერთად თავიდან ჩააბარა.

ბებია–შვილიშვილი პანდემიის დროს გაკვეთილებს ონლაინ ესწრებოდა.

„ონლაინ სწავლა ნამდვილად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კლასში ყოფნა“ – უთხრა პეტმა CNN–ს. „ძალიან მომწონდა ხალხთან ურთიერთობა, სხვადასხვა თემების განხილვა და ჩემი კურსელების გარეშე განათლების მიღება ბევრად რთული იყო.“

მიუხედავად სხვადასხვა სირთულეებისა, მათ ეს შეძლეს და დიპლომებიც აიღეს. პეტს დიდი იმედი აქვს, რომ სხვებისთვის სტიმულად გადაიქცევა და განათლების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები