LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

700-ზე მეტი პოლიტიკური ხასიათის ანონიმური Facebook გვერდი გაანალიზდა – რა დადგინდა “სამართლიანი არჩევნების”კვლევით

81
9o3g10dko1utxp5

“სამართლიანი არჩევნები” 31 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ მედიაში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

მონიტორინგის ფარგლებში 700-ზე მეტი პოლიტიკური ხასიათის ანონიმური Facebook-გვერდი გაანალიზდა.

აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე რიჟამაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ გვერდების მთავარი მიზანი, ანტიდასავლური მესიჯების გავრცელება, ქსენოფობიური განწყობების გაღვივება, ამასთან პრორუსული მესიჯების გავრცელება იყო.

“ჩვენ ვაკვირდებოდით 69 გვერდს, რომლებიც მანიპულირებდნენ ღირებულებით თემებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც მგრძნობიარეა საზოგადოებისთვის. მიზანი იყო, რომ მომხდარიყო უფრო მეტი დაპირისპირება, შიშის წარმოქმნა საზოგადოებაში და ზოგადად ნეგატიური განწყობების წახალისება.

ძირითადად ეს გვერდები იყვნენ მიმართული ანტიდასავლური, ნაციონალისტური გზავნილებისკენ, დასავლეთის, ამერიკის საწინააღმდეგოდ. ასევე მეზობლებთან მიმართებაში ატარებდნენ ანტითურქულ კამპანიას, წარმოაჩენდნენ თურქეთს, როგორც ოკუპანტ ქვეყანას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი ავრცელებდნენ პრორუსულ გზავნილებს.

ამ გვერდებთან დაკავშირებით სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ეს გვერდები ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაშიც, როდესაც ისინი მხარს უჭერენ ისეთ პარტიებს, რომლებიცააა “პატრიოტთა ალიანსი”, “ქართული მარში” და ა.შ”-განაცხადა ელენე რიჟამაძემ “დღის თემის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები