LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია – თენგიზ ცერცვაძე

429
BeFunky-collage (3)

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე , ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება შემჭიდროვებულ დროში ექიმებს ჯერ არ დასჭირვებიათ.

“იყო დაძაბული პერიოდები, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით, იყო ღორის გრიპის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და მასთან ბრძოლა და მრავალი სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება და ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია.

პირადად მე სამსახურიდან 3-4 საათს ვერ გამოვდივარ. გარდა პაციენტების მოვლისა, თათბირები, ტელევიზიები და სხვა.”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები