LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ყველაზე ლამაზი და გამორჩეული პირველი ლედი

811
Capture

ეს ქალბატონები არა მხოლოდ ლამაზები, არამედ ჭკვიანებიც არიან. მათ მოსაზრებებს უცხო ქვეყნის ლიდერები უსმენენ, ბევრი გოგონა კი მათ ადგილას ყოფნაზე ოცნებობს.

ისინი არიან მემკვიდრე პრინცესები, ქველმოქმედები, მრეწველთა შვილები, ცნობილი სახეები და გარდა ამისა, სახელმწიფოების პირველი პირების ცოლები. მათ გაბედულ ქმედებებს შეუძლია საზოგადოება შოკში ჩააგდოს ან მილიონობით ადამიანის გული ააჩქაროს. რატომ აფასებენ ამ ქალბატონებს ქვეყნის პირველი პირები? გავიცნოთ გამორჩეული პირველი ქალბატონები.

 

იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულა

დედოფალი რანია მსოფლიოს ყველაზე ლამაზ პირველ ქალბატონად მიიჩნევა. ის გამორჩეულია დახვეწილი სტილითაც. მომავალი დედოფალი დაიბადა ქუვეითში, პალესტინურ ოჯახში. რანია იორდანიაში 1990-იან წლებში ჩავიდა, როდესაც მისი ახლობლები იძულებული გახდნენ ემიგრაციაში ოკუპაციის ბრალდების გამო წასულიყვნენ. ქაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში განათლების მიღების შემდეგ, გოგონამ სამსახური Citibank-ის ფილიალში მიიღო. აღმოჩნდა, რომ ბანკი მისი მომავალი მეუღლის, პრინც ჰუსეინ ბინ აბდულას დას და სიძეს ეკუთვნოდათ. უცნობია, რა გარემოებებმა შეუწყო ხელი წყვილის დაახლოებას, თუმცა, 1993 წელს მათ იქორწინეს. 1999 წელს მეფე ჰუსეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამთვიანი გლოვის შემდეგ, რანია იორდანიის სრულუფლებიანი დედოფალი. ქორწინებაში წყვილს 4 შვილი შეეძინა.


დედოფალი საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. ის იორდანიის ფონდის ხელმძღვანელია. ორგანიზაცია ქალებს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობაში ეხმარება. რანია ალ აბდულა რეგულარულად იცავს პალესტინის საზოგადოებას და დიპლომატებთან შედარებით, შედეგებსაც უფრო სწრაფად აღწევს.

 

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი

მელანია ტრამპი იუგოსლავიაში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსის დახურვის შემდეგ, მელანიამ სასწავლებელი დატოვა და მილანში სამოდელო კარიერის დასაწყებად გაემგზავრა. ლამაზი სლავური გარეგნობის მიუხედავად, მელანიამ გადაწყვიტა პლასტიკური ქირურგიისთვის მიემართა. წარმატებული პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, ის აშშ-ში გაემგზავრა და ცნობილ ჟურნალებშიც მოხვდა.

მელანია დონალდ ტრამპს 1998 წელს, ღამის კლუბში შეხვდა. მათ 2005 წელს იქორწინეს. მელანია აშშ-ს პირველი ლედი 2017 წელს გახდა. მან ჩაცმის სტილი შეიცვალა. მისი სამოსი და მანერები არასოდეს რჩება ყურადღების მიღმა. 2019 წელს მელანია ტრამპი თეთრი სახლის პრესსამსახურს ჩაუდგა სათავეში.

 

აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა

მეჰრიბან ალიევა (ქალიშვილობისას პაშაევა) დაიბადა ბაქოში, ინტელიგენტების ოჯახში. მისი ბაბუა მწერალი იყო, მამა ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1998 წელს მეჰრიბანმა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. ის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში თვალის დაავადებების მიმართულებით, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა.

მეჰრიბანმა აზერბაიჯანის კულტურის ფონდი შექმნა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც დაიკავა. მეჰრიბანს უამრავი მიღწევა აქვს. მეჰრიბანი ილჰამ ალიევს მოსკოვში შეხვდა. მათ 1983 წელს იქორწინეს. ქვეყნის წინაშე ბევრი დამსახურების მიუხედავად, მეჰრიბანს უამრავჯერ დასდეს ბრალი კორუფციაში.

 

პრინცესა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი

პრინცესა ჰაიას პოზიცია ორაზროვანია. ის იორდანიის მეფის, აბდულა II-ის და და პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის მეექვსე ცოლია. იორდანიის პრინცესამ „ოქსფორდის“ უნივერსიტეტი დაამთავრა. ის ცნობილია ქველმოქმედებით. პრინცესა ჰაიას საქველმოქმედო საქმიანობა შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. ის მსოფლიოს უდიდესი სასწრაფო დახმარების ცენტრის თავმჯდომარე და რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო სასურსათო პროგრამის ელჩიც იყო.

არგენტინის პირველი ლედი ჯულიანა ავადა

აუდიტორიამ ჯულიანა პირველად 2015 წელს არგენტინაში, მისი მეუღლის ერთ-ერთი კამპანიის დროს გაიცნო. ჯულიანა 1974 წელს ბუენოს-აირესში დაიბადა. მისი დაბადების პერიოდში კომპანია, რომელიც ჯულიანას საოჯახო კომპანიაა, უკვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო არგენტინაში. გოგონა დაბადებინავე მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდა. ჯულიანა ადრეული ასაკიდან ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის ევროპაში გაემგზავრა და სამოდელო ინდუსტრიაში გამოცდილება მიიღო.

მაურისიო მაკრისთან დაქორწინებამდე, ჯულიანა უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდა. 2009 წელს ჯულიანა შეხვდა მაკრის, რომელიც იმ დროს მთავრობის მეთაური იყო. ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და მალე ქალიშვილიც შეეძინათ.

 

სირიის პირველი ლედი ასმა ალ-ასადი

ასმა ალ-ასადი სირიელია, თუმცა, ის 1975 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. მისი ოჯახი დღემდე ბრიტანეთში ცხოვრობს. სირიის პირველ ქალბატონს არაერთხელ შესთავაზეს ემიგრაციაში წასვლა, თუმცა მან ქმრის ერთგულებაზე უარი არ თქვა და ინგლისში არ დაბრუნდა. ასმამ დაამთავრა ლონდონის გოგონათა სკოლა ლონდონის უნივერსიტეტი კომპიუტერული ტექნოლოგიისა და ფრანგული ლიტერატურის დარგში.

2000 წელს ის სირიაში ჩავიდა, სადაც ბაშარ ალ-ასადზე იქორწინა. ასმა არ უნდა ყოფილიყო პირველი ლედი, რადგან ის „ჰარვარდში“ სამაგისტრო ხარისხის მისაღებად ემზადებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის ძმა, ბასილი 1994 წელს ავტოავარიაში დაიღუპა, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტობის ტვირთი საკუთარ თავზე აიღო.

 

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია

დედოფალი ლეტიცია ჟურნალისტებისა და მედდების ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლეტიციამ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ხარისხი ჟურნალისტიკაში მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მექსიკაში გაემგზავრა და ადგილობრივ გაზეთშიც მუშაობდა, თუმცა, სამშობლოში მალევე დაბრუნდა და იქ განაგრძო ჟურნალისტური მოღვაწეობა. 2002 წელს, ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მივლინების დროს, ის თავის მომავალ მეუღლეს პრინც ფილიპესთან სადილზე შეხვდა, რომელიც ამ ღონისძიებაში სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო. წყვილის ქორწინება 2004 წელს შედგა და მათ ორი შვილი ჰყავთ.

 

მარიამ გაბისონია