LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის ბიჭი ბებიის დაკრძალვისთვის ყვავილების ფულს მანქანების რეცხვით აგროვებს

483
bichimanqanebis

სანდერლენდელმა 7 წლის ბიჭმა საკუთარი მანქანების სამრეცხაო “დააარსა”, რათა ბებიის დაკრძალვის ყვავილების ხარჯები გადაიხადოს.

ბიჭის ბებია 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შემდეგ, პატარა ეშტონ მურეიმ მშობლებს თავისი სურვილი გაუმხილა. მშობლები კი მას ხელნაკეთი ბანერის დამზადებაში დაეხმარნენ, სადაც აღნიშნულია, რომ მანქანის რეცხვა 2 ფუნტი ღირს და მრეცხავი 7 წლისაა.

ასევე მათ ბიჭს ურჩიეს, რომ ფული ყვავილების ნაცვლად ისეთი საქმისთვის შეეგროვებინა, რომელიც ბებიას გაახარებდა.

ბიჭის საქმიანობით მისი მშობლები ამაყობენ და ამბობენ, რომ მანქანების რეცხვასა და ფულის შეგროვებაში ეშტონს მისი 5 წლის ძმა და 7 წლის ბიძაშვილიც ეხმარებიან.

 

ბიჭებმა უკვე 100 ფუნტის მოგროვება შეძლეს.

“ჩვენ რა თქმა უნდა, ყვავილებზეც და დაკრძალვისთვის საჭირო სხვა დეტალებზეც ვიზრუნეთ, თუმცა მას უნდოდა თვითონ გაეკეთებინა ბებიისთვის რამე, ასე რომ, წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, თუმცა მის ბებიას უფრო ესიამოვნებოდა, რომ თანხა ყვავილების ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვან და მისთვის საინტერესო საქმეში დაეხარჯა, ამიტომ ჩვენი ეს მოსაზრება მას გავუზიარეთ”, – განაცხადეს ეშტონის მშობლებმა.

მათი თქმით, “ფეისბუქზე” რეკალამაც გაუშვეს იმისთვის, რომ შვილს კლიენტები ჰყოლოდა. ეშტონის მშობლები ყვებიან, რომ უცხო ადამიანები აჩერებენ ბანერთან ბიჭს 10 ფუნტს ჩუქნიან და მანქანის გარეცხვაც არ უნდათ. ისინი ბიჭის მიზნებით აღფრთოვანებულები არიან.

 

                                                                                                                                                                 ეშტონის ბებია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები