LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

229
70a7bf4ee2aacd93c3533c39663a0e66

7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს.

გოგონას დღის ბოლოს გორის სამმართველოს შენობაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.ის დუმილის უფლებას იყენებს. მოზარდს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა , მას ფსიქიატრებიც შეამოწმებენ.

„ბრალი ახლახან წარედგინა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა დუმილის უფლება. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს დავამატებ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცეს. გამოძიება გაგრძელდება, ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა.ბრალდებული სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ ხვალ წარდგება”- განაცხადა შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის გოგონამ სოფელ აღაიანში საკუთარი შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

პარალელურად, ამავე საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეუწყდა ერთ სამართალდამცველს. მიზეზი თავის დროზე შესაბამისი სამსახურების მიერ დანაშაულის – 16 წლამდე პირთან სექსუალური კავშირის იგნორირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები