LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საათიანი ფრენა არსად – საკუთარი ქვეყნის თავზე სამოგზაურო ბილეთები 10 წუთში გაიყიდა

3593
qantas-leafcutter

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფრენა ძალიან მოენატრათ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანას ვერ ტოვებენ და სამოგზაუროდ ვერ მიდიან – ავსტრალიურ ავიაკომპანიას შეთავაზება აქვს. ავიაგადამზიდავი Qantas-ი ნებისმიერ მსურველს 7 საათიან ფრენას სთავაზობს ქვეყნის გარშემო.

ინფორმაციას CNN Travel ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Qantas-ის Boeing 787 Dreamliner-ი სიდნეის აეროპორტიდან აფრინდება, ავსტრალიის რამდენიმე შტატს გადაუფრენს და ისევ უკან, სიდნეის აეროპორტში დაჯდება.

მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მაღლიდან დააკვირდნენ და ფრენის სურვილიც დაიკმაყოფილონ.

აღსანიშნავია, რომ პირველ რეისზე, რომელიც 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ბილეთების რეალიზაციის გახსნიდან 10 წუთში 130 ბილეთი გაიყიდა. რაც შეეხება ავიაბილეთების ღირებულებას- ის კლასის მიხედვით, 566 დოლარიდან 2734 დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები