LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ქვეყანა, სადაც მთავრობა ხალხს ფულს ჩუქნის

831
22b1d053-bee0-45e9-98e2-9aa4ce83d850

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგვსლია თავში აზრი: „რა კარგი იქნება არაფერი რომ არ ვაკეთო და ამაში ფულს მიხდიდნენ“. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეს ერთი შეხედვით არარეალური ოცნება, ზოგი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის ცხოვრების წესია. არსებობს 7 ქვეყანა, რომლის მთავრობაც ხალხს ფულს არაფრის კეთებაში უხდის.

 

მაშ ასე, ზარმაცებისთვის საოცნებო ქვეყნების შვიდეული, ასეთია:

 

1. იტალია

იტალიის პატარა ქალაქ ლივორნოში 2016 წელს დაიწყო პროგრამა, რომელიც ღარიბების დახმარებისკენ იყო მიმართული. ქალაქის მერის ინიციატივით, შეირჩა 100 ღარიბი ოჯახი, რომელსაც დახმარების სახით თვიურად 517 ევრო დაენიშნა. ერთი წლის შემდეგ პროგარამა კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში დამატებით კიდევ 100 ღარიბი ოჯახი ჩაერთო.

 

2. კენია

მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, უცხოური კომპანია GiveDirectly-ის ინიციატივით, დახმარების პროგრამა დაიწყო კენიაშიც. ამ პროექტის არსი იყო 22 აშშ დოლარის გადახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქალაქების გარეთ ცხოვრობდნენ. პროგრამა 12 წლის განმავლობაში ექსპერიმენტის სახით ტარდებოდა.
ევროპელებისთვის, 22 აშშ დოლარის ოდენობა მწირია, მაგრამ კენიელებისთვის, რომლებიც ქალაქის გარეთ ცხოვრობენ – ეს ძალიან კარგი ფულია. საშუალო ხელფასი კენიის ქალაქებში 290 დოლარია.

 

3. ჰოლანდია

ახლახან დასრულდა მოსახლეობის დახმარების 2-წლიანი პროგრამა ჰოლანდიაშიც, კერძოდ ქალაქ უტრეხტში, სადაც 250 მოქალაქემ დახმარება მიიღო სახელმწიფოსგან. მათ, ვისაც სპეციფიკური, ანუ მძიმე სამუშაო ჰქონდათ, ყოველთვიურად 960 ევრო დაენიშნათ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ფინანსურად დასახმარებელი ადამიანების სულ 6 ჯგუფი გამოიყო. იმის გათვალისწინებით, რომ უტრეხტში საშუალო ხელფასი არის 2.22 ათასი ევრო, პროგრამის მონაწილე ადამიანებმა დამატებით მიიღეს დასაქმებული პირის ხელფასის ნახევარი. მთავრობა ყურადღებით აკვირდება აღნიშნული პროგრამის ექსპერიმენტს, რიგში ჰოლანდიის კიდევ რამდენიმე ქალაქია.

 

4. ბრაზილია

მარიკის მუნიციპალიტეტში (რიო დე ჟანეირო), დაახლოებით 150 ათასი მოქალაქე ჩაერთო დახმარების პროგრამაში. ანუ, ამ ადამიანებს მათი სტატუსის და შემოსავლების მიუხედავად, ხელისუფლება უხდის 30 აშშ დოლარს ყოველთვიურად. რაც შეეხება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს, მათ დამატებით კიდევ 28 დოლარს უხდიან, გარდა ამ 30 დოლარისა. ცნობისთვის, საშუალო ხელფასი მარიკაში ძლივს აღემატება 640 დოლარს.

 

5. ინდოეთი

ინდოეთში სიღარიბის ზღვარს ქვევით მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა რომ ძალიან დიდია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, ქვეყანაში დაიწყო პროექტი, რომელიც ქალაქგარეთ მცხოვრებ მოსახლეობაზე იყო გათვლილი და დაახლოებით 6 ათას მოსახლეს წელიწად-ნახევარის განმავლობაში ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის დოლარს უხდიდნენ.

მაცხოვრებლებმა, რომლებიც იღებდნენ დახმარებს, სიღარიბისგან თავის დაღწევის შანსი და იმედი დაინახეს. პროექტი თავდაპირველად UNICEF-ის ინიციატივით განხორციელდა; 7 წლის შემდეგ კი ინდოეთის მთავრობამ გადაწყვიტა გააგრძელოს ამ პროგრამის დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ფულის ჩუქება ხდება მხოლოდ მოსახლეობის დაბალი ფენისთვის.

 

6. კანადა

მოსახელობის დახმარების პროგრამა მიმდინარეობს კანადაშიც. კერძოდ ონტარიოს 3 პროვინციის მოსახლეობას მთავრობა ყოველწლიურ ფულს უხდის, თუმცა აქ თანხის ოდენობა დამოკიდებულია წლიური შემოსავლის ოდენობაზე. დაახლოებით 4 ათასი ადამიანი, რომელთა ასაკი 64 წელზე მეტი არ არის, მიიღებენ დამატებით 11 989 დოლარს წელიწადში, მაგრამ ერთი პირობით – წლიური ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს 10 ათას დოლარს.

 

7. უგანდა

გაჭირვებული სოფლების ოჯახებს ეხმარება უგანდას ხელისუფლებაც. დახმარება ყოველკვირეულ 8 დოლარს მოიცავს. პროგრამა მხოლოდ ერთი სოფლით შემოიფარგლება და 2 წლის განმავლობაში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ უგანდაში საშუალო ფენის მაცხოვრებლის შემოსავალი თვეში 168 დოლარს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები