LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მიზეზი, რატომ უნდა დაიძინოთ მარცხენა მხარეს – ეს ყველას ეხება, განსაკუთრებით კი ორსულებს

2646
მთავარი

როგორც წესი, თქვენი ძილის პოზიცია სხვადასხვაგვარია. ზოგს ზურგზე წოლა მოსწონს, ზოგს – მუცელზე ძილი. მთავარია, ღამე მშვიდად გეძინოთ და რამდენჯერმე არ გაგეღვიძოთ. ექიმებმა დაადგინეს, რომ მარცხენა მხარეს ძილი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან. გთავაზობთ 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაიძინოთ მარცხენა მხარეს.

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ალბათ ბავშვობიდან გესმოდათ, რომ ძილის წინ ჭამა არ შეიძლება. თქვენი სხეული ძილისთვის ემზადება. თუ ვერ ითმენთ და ძილის წინ წაიხემსებთ, მარცხენა მხარეს სჯობს დაიძინოთ. ესსაჭმლის მონელებაში დაეხმარებით. მიზეზი მარტივია – ასეთ დროს კუჭიდან მსხვილ ნაწლავში საკვები უფრო მარტივად გადადის და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებაც აქტიურდება.

გული ისვენებს

ეს თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ მარცხენა მხარეს დაძინებისას გულში სისხლის მიმოქცევას ეხმარებით. ამ მდგომარეობაში თქვენს აორტას გულიდან სხეულში სისხლი უფრო თავისუფლად გადააქვს.

ხსნის ზურგის ტკივილს

მარცხენა მხარეს ძილი ხერხემლის ტკივილს ხსნის. გარდა ამისა, ასე დაძაბული კუნთების მოდუნებასაც ხელს უწყობთ

ეხმარებით ლიმფურ სისტემას

ლიმფური სისტემა იმუნური ფუნქციის კარგად შესრულებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი მეშვეობით ტოქსინები და სხვა ნარჩენი პროდუქტები ორგანიზმიდან გადის. ამის ბლოკირება კი ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმდებს. მარცხენა მხარეს ძილი ლიმფურ სისტემას ნარჩენების ფილტრაციაში ეხმარება.

ნაკლები იქნება გულძმარვა

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ძილის წინ წახემსება გიყვართ.  ასეთ დროს კუჭის მჟავიანობა იმატებს. მარცხენა მხარეს დაძინება კი, როგორც უკვე ვთქვით, მონელებას ხელს უწყობს და გულძმარვის შანსი მინიმუმამდე მცირდება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორსულებისთვის

სისხლის ცირკულაცია მარცხენა მხარეს ძილის დროს უფრო თავისუფლად ხდება, ბავშვის დაწოლა დედის ხერხემალზე მცირდება. ასე ძილი დედისა და ნაყოფის სისხლის მიმოქცევისთვის ერთნაირად სასარგებლოა.

ხვრინვის შანსი მცირდება

ძილის დროს პირი, ენა და ხორხი დუნდება. ხვრინვა არის ვიბრაცია, რომელიც ცარიელ სივრცეში წარმოიქმნება. მარცხენა მხარეს დაძინების დროს კი, თქვენი ენა და ყელი უფრო ბუნებრივ პოზიციაშია და შესაბამისად, ხვრინვის შანსიც ნაკლებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები