LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე „ჩხიკვთა ქორწილი“ გაიმართება

cultur

7 იანვარს, საღამოს რვა საათზე, ცნობილი მიუზიკლის, „ჩხიკვთა ქორწილი“ ნახვა რესპუბლიკის მოედანზე შეგეძლებათ. თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ პროგრამაში ამ ინფორმაციის ამოკითხვა დაინტერესებულ პირებს წინასაახალწლოდ უკვე შეეძლოთ, თუმცა ახლახან ნუცა ბუზალაძემ გაავრცელა ლაივი, სადაც გია ბაღაშვილსა და სხვა მონაწილეებთან ერთად არის გადაღებული და მსურველებს მიუზიკლის სანახავად იწვევს.

შეგახსენებთ, რომ „ჩხიკვთა ქორწილი“ „ბლექ სი არენისთვის“ განახლდა და 28 აგვისტოს სრული ანშლაგის პირობებში გაიმართა. ქეთევანისა და ზარაქიას როლები ნუცა ბუზალაძემ და ანდრია გველესიანმა მოირგეს.

განახლებული მიუზიკლის ხილვა საშობაოდ ყველა მსურველს შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები