თუ ზაფხულის სიცხე მოგბეზრდათ და ხანგრძლივი შვებულების შემდეგ შემოდგომისთვის მზადებას შეუდექით, შესაბამისი განწყობის შექმნაში არაჩვეულებრივი ფილმები დაგეხმარებათ.

„შემოდგომა ნიუ-იორკში“ (Autumn in New York) – „ცხოვრება ხანმოკლეა, დააფასე ყოველი წუთი!“ – სწორედ ასე ფიქრობენ ფილმის მთავარი გმირები, რომელთაც თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი, თუმცა შარლოტას მძიმე სენი არ აძლევთ ბედნიერების სრულად შეგრძნების საშუალებას.

„მარტოსულობის უპირატესობა“ (The Perks of Being a Wallflower) – სტივენ ჩბოსკის ეპისტოლარული რომანის ეკრანიზაცია მაყურებელს მოზარდი ჩარლის ნაღვლიან ისტორიას მოუთხრობს, რომელიც მძიმედ განიცდის უახლოესი ადამიანების დაღუპვას. აღსანიშნავია, ფილმის არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება და ემი უოტსონის შეუდარებელი თამაში.

„რა სურთ ქალებს“ (What Women Want) – სახალისო ფილმის მთავარი გმირი ზედმეტად თავდაჯერებულ ნიკ მარშალია, რომელიც ყოველთვის განებივრებული იყო ქალბატონების ყურადღებით, თუმცა არასდროს ინტერესდებოდა რა სურდათ მათ სინამდვილეში.

„მამაკაცები დიდ ქალაქში“ (Männerherzen) – ცოტა ნაღვლიანი, თუმცა არაჩვეულებრივი მუსიკით და პეიზაჟებით გაფორმებული გერმანული დრამა ოთხი მამაკაცის ისტორიაა, რომლებიც საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ნამდვილი სიყვარულის პოვნას ცდილობენ.

„თქვენს სახელზე წერილია“ (You’ve Got Mail) – კელი და ჯო, რომელთაც  სოციალურ ქსელში გაიცნეს და შეიყვარეს ერთმანეთი, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ რეალურ ცხოვრებაში კონკურენტები არიან და სერიოზული ბრძოლა აქვთ გამართული.

„ტკბილი ნოემბერი“ (Sweet November) – პეტ ო’კონორის მელოდრამა კიანუ რივზის და შარლიზ ტერონის მონაწილეობით, სარეკლამო აგენტის ნელსონ მოსის და ექსცენტრიკული ახალგაზრდა ქალის სარა დივერის ისტორიაა, რომელიც ახალ სამყაროს აცნობს და ყოველდღიური წვრილმანებით სიამოვნებას ასწავლის ზედმეტად შრომისმოყვარე ნელსონს.

„ბატონი და ქალბატონი ადელმანები“ (Mr & Mme Adelman) – ნიკოლა ბედოსის მელოდრამა, რომელიც 2018 წელს ფრანგული „სეზარის“ ორგზის ნომინანტი გახდა, კიდევ ერთხელ არწმუნებს ცინიკოს სკეპტიკოსებს, რომ სიყვარული მარადიულია.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები