LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 აუცილებელი წესი, თუ შეყვარებულთან ერთად მიდიხართ სამოგზაუროდ

285
mogzauroba

მარტო როცა მოგზაურობთ, თქვენ უცნაურად გლამურული ხართ, მარტო ზიხართ სკამზე, აკვირდებით გარშემომყოფებს, შეიძლება, ვინმეს მიაშტერდეთ კიდეც.

მიუხედავად ამისა, დამიჯერეთ, უკეთესია, როცა შეყვარებულთან ერთად მგზავრობთ, მასთან ერთად იზიარებთ ყველაფერს, გზაში ესაუბრებით და რაც მთავარია, ბარგზე ერთის ნაცვლად, ორი ადამიანის თვალი იქნებ მიპყრობილი.

მაგრამ იცოდეთ, რომ წესების გარეშე ვერ იმხიარულებთ. თუ თქვენ მოგზაურობთ, როგორც წყვილი, უნდა იცოდეთ, რას აკეთებთ სწორად და რას – არა.

თვითმფინავში ჩაჯდომის დრო

ადგილზე ყოველთვის ზუსტ დროს მიდით (თუ ცალ-ცალკე მიდიხართ). მარტო როცა ხართ, შეიძლება ფრენის დრო დაგავიწყდეთ კიდეც, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი თავად იქნებით. ადგილები დროულად დაიკავეთ თვითმფრინავში, სანამ სხვა მგზავრები თავისი ხელბარგით მოძრაობისას შეგაწუხებენ. ეს დისკომფორტს შეგიქმნით. 

გარდერობი

როგორც წესი, იცვამთ იმას, რაშიც უფრო კომფორტულად ხართ. თუ წყვილი ხართ, რატომ არ უნდა ჩაიცვათ რაღაც უფრო შესაფერისი. ეს არ ნიშნავს, რომ მგზავრობის დროს გამოსასვლელი ტანსაცმელი გეცვათ, მაგრამ არც ყოველდღიური გამოგადგებათ.

ადგილები

აუცილებლად უნდა დასხდეთ გვერდიგვერდ. თუ ისე მოხდა, რომ შუაში ვინმე გიზით, სთხოვეთ, რომ ადგილი გაგიცვალოთ.

ყურსასმენები

თუ მხოლოდ ერთს აქვს ყურსასმენები, მინიმუმ უზრდელობაა მისი გაკეთება მგზავრობის დროს. ამიტომ ან ორივემ წაიღეთ, ან თუ მხოლოდ ერთს გაქვთ, არ გამოიყენოთ.

ბავშვები

შეიძლება სახლში მშობლების როლი გადანაწილებული გაქვთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავი სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც ყველაფერზე თქვენს განკითხვას დაიწყებენ. მათ შორის ბავშვის ტირილსა და ხმაურზე. ამიტომ თვალით კონტაქტი გქონდეთ ყველასთან, ზრდილობიანად გაუღიმეთ და აჩვენეთ, რომ ბედნიერი ოჯახი ხართ, პარალელურად, ჩხუბის გარეშე შეეცადეთ ბავშვის დამშვიდებას.

 სექსი

დაივიწყეის, რაც ფილმებში გინახავთ. სანამ თქვენ ტუალეტის კაბინაში იქნებით შეკეტილები, შეიძლება გარეთ დასტრესილი ხალხის დიდი რიგი დაგხვდეთ.

ჭამა

აქ არანაირი წესი არ არსებობს. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ცხადია, შეიძლება, აბსოლუტურად განსხვავებული საჭმელები შეუკვეთოთ. შეგიძლიათ, ერთმანეთის საჭმელი დააგემოვნოთ კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები