LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ახალი მიმართულება ქუთაისიდან – Wizz Air 10 სექტემბრიდან იწყებს

934
D--AS20170608103-1

შემოდგომამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბევრი ახალი მიმართულება და თავგადასავალი მოიტანა – როგორც აეროპორტში აცხადებენ, 10 სექტემბრიდან ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 7 ახალი მიმართულებით იფრენს. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

12 ახალი ევროპული მიმართულება ქუთაისიდან - რომელ ქალაქებში იფრენთ წლის ბოლოდან

შეთანხმებას ხელი ქართულმა და უნგრულმა მხარეებმა უკვე მოაწერეს.

,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Wizz Air 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, -განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები