LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

69 წლის რიჩარდ გირი და 35 წლის ალეჰანდრა სილვა პირველ შვილს ელოდებიან (ფოტო)

514

ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე თვის წინ დაქორწინებული რიჩარდ გირი და ალეჰანრდა სილვა პირველ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ 35 წლის სილვამ „ინსტაგრამზე“ თავად დაწერა და დალაი ლამასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, სადაც სულიერი ლიდერი მეუღლეებს ხვდება და ალეჰანდრა სილვას ლოცავს. ფოტოზე კარგად ჩანს გირის მეუღლის მომრგვალებული მუცელი. სილვას განცხადებით, ამ ინფორმაცია ამ დრომდე საგანგებოდ მალავდნენ, რადგან ჯერ ის დალაი ლამასთვის უნდა გაემხილათ.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირი და ალეჰანდრა სილვა რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დაქორწინდნენ. გირს უკვე ჰყავს 18 წლის ვაჟი მეორე ქორწინებიდან, ხოლო სილვასთვის ეს პირველი შვილი იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები