LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

64 შეტყობინება ბოლო 24 საათში – რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა

429
0ec00084b62647bebe5ca91bf31e5754

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.

“ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.
გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო – 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, იმერეთში- 2, გურიაში – 1, შიდა ქართლში – 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 შეტყობინება დაფიქსირდა.
“- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები