LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის რომ გავხდები, წავალ წყალტუბოში, ზუსტად ვიცი ადგილი, სადაც სამოთხეს შევქმნი – ნანუკა ჟორჟოლიანი

127
ნანუკა

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მომავლის გეგმებზე სოციალურ ქსელში წერს. მან უკვე გადაწყვიტა, რომ დაახლოებით 20 წლის შემდეგ ის საცხოვრებლად წყალტუბოში გადავა, (მის მშობლიურ მხარეში) და მენტალური პრობლემების ადამიანებს დაეხმარება.

„დაახლოებით 60 წლის რომ გავხდები, წავალ წყალტუბოში, გავაკეთებ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სპეციალურ ცენტრს. მეც იქ ვიცხოვრებ.

ზუსტად ვიცი ადგილი, სადაც შევქმნი ამ სამოთხეს, როგორი და სად იქნება. ადამიანები ტყეში გაატარებენ 2-3 კვირას, ან რამდენიც მოუნდებათ.

ეს არ იქნება კლინიკა. არც მარმარილოები იქნება და არც ოქროსფერი ჭაღები. ეს იქნება ადგილი ბევრი ფერადი ჰამაკით და პატარა სივრცეებით.

ეს იქნება ადგილი, სადაც მხოლოს სიყვარულის ენერგია იტრიალებს და მე, თავსაფარ შემოხვეული და თავზე ჩალმით ვიქნები ამ ყველაფრის მთავარი მასპინძელი.

ჩემს პატარა სახლში, რომელიც იმავე სივრცეში იქნება დავპატიჟებ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც კარგი დასვენების სანაცვლოდ, შეხვედრებს მოაწყობენ ჩემს სტუმრებთან.

აი, ასეთი იქნება ჩემი მომავალი“. – წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანის მომავლის გეგმებს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება ერგო წილად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები