LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის მადონა პროვოკაციული იმიჯით ახალი კლიპის პრემიერაზე (ფოტო/ვიდეო)

349
madonaa

მადონა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მას ვერავინ შეედრება. 60 წლის პოპის დედოფალმა საკუთარი კლიპის პრემიერაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის 80-იანი წლების იმიჯით დაბრუნდა მაყურებლის წინაშე. კოლჰოტები, ბოდე, მაქმანებიანი ხელთათმანები და „მეკობრის თვალი“ –  ეს მადონაა, რომელმაც 24 აპრილს საზოგადოებას ახალი კლიპი წარუდგინა. სიმღერაზე Medellín გადაღებული ვიდეო ინტერნეტში გუშინ გავრცელდა და მას უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეოში მადონა ისეთივე სკანდალურია, როგორ ყოველთვის. კლიპის ხარისხი კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სანამ მადონა ცოცხალია, მას კონკურენტი არ ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები