LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წელს გადაცილებული მოქალაქეები პნევმოკოკის ვაქცინით აიცრებიან – ჯანდაცვის მინისტრი

1801
Capture

“საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში 60 წელს გადაცილებული ადამიანები, პნევმონიის პრევენციის, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრებიან.

“ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც დეტალურად ვამუშავებთ”, – აცხადებს ტიკარაძე.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე ცნობილია იმ ადამიანების სია, რომლებზეც პირველად გახორციელდება ვაქცინაცია.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც ვცდილობთ განვახორციელოთ ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს”.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, ხოლო 2 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5056 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386.

“ხიბლში ნუ ჩავვარდებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან” – პაატა იმნაძე

პოპულალურები