LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60-იანი წლებიდან დღემდე – როგორ გამოიყურებოდნენ სილამაზის სიმბოლოები

2224
BeFunky-collage

წარმოგიდგენთ ბოლო 5 ათწლეულის მსოფლიოში აღიარებულ ყველაზე ლამაზ წყვილებს.

 

60-იანი წლები: პოლ ნიუმენი და ბრიჯიტ ბარდო

პოლ ნიუმანმა თავისი “ცივი” სილამაზით იმდროინდელი ყველა ქალის გული დაიპყრო. იგი სხვა მამაკაცებისგან ულამაზესი ცისფერი თვალებითა და იდეალური სახის ნაკვთებით გამოირჩეოდა.

ბრიჯიტ ბარდო 60-იანი წლების ყველაზე სასურველი ქალი იყო. დიდი თვალები, ფაფუკი, მრგვალი ტუჩები, სწორი თმა. ბრიჯიტი მრავალი წლის განმავლობაში, ქალის სილამაზის ეტალონად დარჩა.

ამ ათწლეულში თავიანთი სილამაზით ასევე გამორჩეულები იყვნენ მარლონ ბრანდო და ოდრი ჰეპბერნი.

 

 

70-იანი წლები: ალენ დელონი და რაკელ უელჩი

ალენ დელონს ამ სიაში მთავარი ადგილი უკავია. სსრკ-ში ის ძალიან პოპულარული იყო. გამოირჩეოდა ძალიან მიმზიდველი ცისფერი თვალებით.

რაკელ უელჩი იმ დროის აღიარებული სილამაზის სიმბოლოა. ჟურნალ Playboy-მ მასს “70-იანი წლების ყველაზე სასურველი ქალი” უწოდა.

70-იან წლებში ასევე შონ კონერი და ჯეინ ფონდა გამოირჩეოდნენ.

80-იანი წლები: მიკი რურკი და კიმ ბესინჯერი

მიკი და კიმ ერთსა და იმავე ფილმში “9 1/2 კვირა” გადაიღეს, რის შემდეგაც ისინი 80-იანი წლების ყველაზე სასურველი და ლამაზი ადამიანები გახდნენ. ფილმი დღემდე მიიჩნევა ეროტიული მელოდრამის კლასიკად. 80-იან წლებში ყველამ გიჟდებოდა ამ წყვილზე.

ასევე გამოირჩეოდნენ მელ გიბსონი და ჯეიმი ლი კერტისი.

90-იანი წლები: რიჩარდ გირი და სინდი კროუფორდი

რიჩარდი და სინდი კროუფორდი ძალიან ლამაზი წყვილი იყვნენ.

ულამაზესი სინდი დიდი გამომხატველი თვალებით, მომხიბლავი ღიმილითა და ბრწყინვალე თმით. 90-იან წლებში რიჩარდ გირი აღარ იყო ისეთი ახალგაზრდა, თუმცა მაინც ძალიან მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩეოდა. ისინი დაქორწინებულები 5 წლის განმავლობაში იყვნენ.

ასევე გამოირჩეოდნენ პატრიკ სუაიზი და დემი მური.

2000-იანი წლები: ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი არა მხოლოდ XXI საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად არის აღიარებული. ბრედ პიტს არანაკლებ მიმზიდველი გარეგნობა აქვს: ქერა თმა, ცისფერი თვალები, სახის დაწყობილი ნაკვთები. სამწუხაროდ, ეს ლამაზი წყვილი საბოლოოდ დაშორდნენ.

ასევე გამორჩეულად ლამაზები არიან ჯონი დეპი და მონიკა ბელუჩი.

სიაში, ყველა წყვილი წარმოუდგენლად ლამაზია და ძალიან ძნელია მათ შორის საუკეთესოს გამოყოფა.