LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 დღე საწოლში უსაქმურად წოლისთვის მეცნიერები 16 500 ევროს გადაგიხდიან

2398
190328111713-nasa-sleep-study-exlarge-169

თუ საწოლში ნებივრობა გიყვართ და ადგომა დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს, უნდა გიხაროდეთ, მეცნიერებს თქვენთვის საინტერესო ვაკანსია აქვთ. საქმე იმაშია, რომ მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც 60 დღეს გაატარებენ წოლით რეჟიმში. მკვლევარებს სურთ დაადგინონ, როგორი გავლენა აქვს ადამიანის სხეულზე უწონადობის მდგომარეობას. უსაქმურად წოლისთვის კი მოხალისეებს 16 500 ევროთი დაასაჩუქრებენ.

გერმანული აეროკოსმოსური ცენტრის  თანახმად ,როდესაც ასტრონავტები კოსმოსში მიფრინავენ, მათ უწონად მდგომარეობაში უწევთ ყოფნა, რაც ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს მათ კუნთებსა და ძვლებზე.

“ჯგუფური კოსმოსური ფრენა მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება უწონადობაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად, მაგრამ ეს მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს ასტრონავტებისთვის” –  ამბობს Hansjörg Dittus German Aerospace Center კომპანიის დირექტორთა წევრი.

აღნიშნული კვლევის შედეგად კი შესაძლებელია მიაგნონ გზებს, რომელიც უწონადობის უარყოფით ეფექტებს შეამცირებს.

მკვლევარებმა უკვე შექმნეს ცენტრი ფუგა, რომელიც ახდენს ხელოვნურ გრავიტაციას.

კვლევაში მონაწილე ადამიანებმა ორი თვის განმავლობაში, ყველა აქტივობა დაწოლილებმა უნდა გააკეთონ. ისინი ცალ-ცალკე ოთახებში იქნებიან და საჭმლის რაციონს დიეტოლოგები შეუდგენენ,რათა მონაწილეებმა წონაში არ მოიმატონ.

მეცნიერებისთვის სასურველი კანდიდატები 24 დან 55 წლამდე ჯანმრთელი ქალებია,რომლებიც არ ეწევიან. ასევე მათ გერმანულ ენაზე საუბარი მოეთხოვებათ.

დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ –  ლინკზე. 

ცნობისთვის,2017 წელს ნასამ ჩაატარა მსგავსი ტიპის კვლევა,სადაც 11 ადამიანმა 30 დღე საწოლში გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები