LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლის საოცარი ბიჭი, რომელიც ავსტრალიის დასახმარებლად თიხის კოალებს აკეთებს

411
567

6 წლის ოუენ კოლიმ ძალიან განიცადა, როდესაც ავსტრალიის ხანძრების შესახებ გაიგო და გადაწყვიტა დაშავებული ცხოველების დასახმარებლად რაიმე გაეკეთებინა.

“ეს იყო  პირველი შემთხვევა, როდესაც ოუენის მთავარი სურვილი ლეგო ან რომელიმე სათამაშო არ ყოფილა. ერთად გადავწყვიტეთ შეგვექმნა თიხის კოალები, გაგვეყიდა და შემოსული თანხა ავსტრალიისთვის გადაგვერიცხა”, – აცხადებს ოუენის დედა კეიტლინ კოლი CNN-თან ინტერვიუში.

ოუენმა თიხისგან პატარა ნაცრისფერი კოალების შექმნა დაიწყო. მშობლები კი მას მათ გაყიდვაში დაეხმარნენ. კოალას დიზაინი ბიჭუნმა დედასთან ერთად მოიფიქრა.

ოუენმა უკვე 55- ზე მეტი კოალა შექმნა, თითოეული მათგანი 50 დოლარად იყიდება.

მან დონაციებით 20 000 დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა.

“მინდა, მეტი ვიცოდე ავსტრალიის და იქ მობინადრე ცხოველების შესახებ” – აცხადებს ოუენი. თითოეული კოალას შესაქმნელად ოუენს 3 ან 4 წუთი სჭირდება. მისი თქმით, ეს პროცესი მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.

კოლი იმედოვნებს, რომ სხვა ოჯახებიც იპოვნიან გზებს, ავსტრალიის ხანძრების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

მოშიმშილე ცხოველების გამოსაკვებად - ავსტრალიაში ბოსტნეულები "გაწვიმდა"

ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ "ოპერაცია კლდის ვალაბი" დაიწყო

შეგახსენებთ, ხანძრების შედეგად, რომლებიც ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს, 1 200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ტყის მასივი განადგურდა.

ხანძრებს 25 ადამიანის და დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები