სახლების დაქირავების პოპულარულ სერვისს Airbnb თითქმის ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილება შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა სტანდარტული სახლებისა მსურველებს საკმაოდ უჩვეულო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე ღამის გასათევის დაქირავებაც შეუძლიათ. გამოცემა Vogue-მა სწორედ ასეთი ნაგებობები შეკრიბა.

მინის სახლი – კალიფორნია

მთლიანად მინით აგებული სახლი კომფორტული და თან შთამბეჭდავია. მზის პანელებით აღჭურვილი ნაგებობა ვიზიტორებს მართლაც განსხვავებულ გამოცდიელბას პირდება – შიგნით არ არის არც ტელევიზორი და არც WiFi. საიტზე სახლი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იოშინოს ხის სახლი – იაპონია

მდინარე იოშინოს სიახლოვეს განთავსებეული სახლი მთლიანად ხეში ნაკეთია. მის დასაქირავებლად საუკეთესო დრო მარტის თვეა, როცა იაპონიაში ალუბლები ყვავიან.

ბამბუკის სახლი – ბალი

თუკი გაინტერესებთ, როგორი იქნებოდა ჯუნგლებში აშენებული სასახლე – მაშინ ბალიზე მდებარე ბამბუკის სახლს უნდა ეწვიოთ. მდიდრული ოთახები, აუზი, თვალისმომჭრელი ხედი და ფანტასტიური დიზაინი – სახლს ბუნების ორგანულ ნაწილად აქცევს.

კუბი – როტერდამი

ცნობილმა არქიტექტორმა პიეტ ბლუმმა 70-იანი წლების ბოლოს უცნაური ფორმის სახლები ააშენა. ნაგებობებს კუბის ფორმა ქონდათ და ისინი პირდაპირ ქალაქის მთავარ მოედანზე იყო განთავსებული. დღეს კი კუბში ღამის გათენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სახლი მომავლიდან – კალიფორნია

კალიფორნიის ნაციონალურ პარკში განთავსებული სახლი თითქოს მართლაც მომავლიდანაა. თანაც მის ახლო-მახლო სხვა არაფერი მდებარეობს, რაც ვიზიტორებს სრულ სიმშვიდეს პირდება.

პატარა სახლი – ვაშინგტონი

მათთვის ვისაც დიდი ადგილი არ სჭირდება ვაშინგტონში მდებარე მინიატურული სახლი – იდეალური ლოკაციაა. სახლში კომფორტისთვის საჭირო ყველა დეტალია გათვალისწინებული.

 

მსგავსი თემები