LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 რუსული ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში დროებით აღარ იფრენს

356
20170712160251

ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი უკვე მიიღო. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სახელზე გაგზავნილ წერილში ქართული ავიაკომპანიებისთვის 8 ივლისიდან ასამოქმედებელ აკრძალვაზეა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ქართულ ბაზარზე ექვსი რუსული ავიაკომპანია ოპერირებს, ესენი არიან: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“. აღნიშნული ავიაკომპანიების მიერ ფრენები სრულდება ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის.

როგორც რუსული „კომერსანტი“ იუწყება, საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე იზარალებენ, რაც 47 600 000-ზე მეტი დოლარია. კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვები 155 ათას რუს ტურისტს შეეხება, რომლებსაც ავიაკომპანიებმა გადახდილი თანხა უკან უნდა დაუბრუნონ.

შეგახსენებთ, პუტინის განკარგულებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები