59 წლის ქალი, რომელმაც პოლიციას შეატყობინა, რომ მისი მანქანა მოპარულია, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად თაღლითობის მცდელობა და ცრუ დასმენა ედება.

უწყებაში ამბობენ, რომ ისანი-სამგო.რის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. 

“გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით,

სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.

“ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.”, – ამბობენ უწყებაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები