LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის ჯულია „არმანის“ მბზინავ კომბინეზონში წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

837
julia-newsw3232434343435

გუშინ ,,როიალ ალბერტ ჰოლში” წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ივენთი, British Fashion Awards 2019 გაიმართა, რომელსაც ბრიტანელი და ამერიკელი მეგავარსკვლავები ესწრებოდნენ. დაჯილდოვებაზე ფოტოგრაფების ყურადღება წითელ ხალიჩაზე იყო მიპყრობილი, სადაც ერთმანეთის მონაცვლეობით მუსიკისა და კინოს ვარსკვლავები ჩნდებოდნენ.

როგორც წესი, საღამოს ჰყავდა თავისი გმირები და მათ სათავეში წელსაც 52 წლის ჯულია რობერთსი მოექცა. ოსკაროსანი ვარსკვლავი ღონისძიებაზე ბრწყინავდა „არმანის“ მბზინავ კომბინეზონში. ის ფოტოგრაფებთან სწორედ ჯორჯო არმანისთან ერთად გამოჩნდა.

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ რიანა, რომელიც „ფენდის“ ულამაზეს ცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, ასევე ქეით ბლანშეტი, რომელმაც აქცენტი ასევე „არმანის“ პასტელური ფერის კაბაზე გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები