LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

500-ზე მეტი მასწავლებლი პენსიაზე გასვლას გეგმავს

165
16996118_1121388067970109_2499871627280847969_n

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით საპენსიო ასაკს მიღწეული 500-ზე მეტი მასწავლებელი, გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, ჯილდოდ ორი წლის ხელფასის მიღებას და პენსიაზე გასვლას გეგმავს.

მისი თქმით, პენსიონერმა პედაგოგებმა რეგისტრაციის გასაუქმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ. გამოცდაზე დარეგისტრირება ნებაყოფლობითია.

ჯილდოს მიღების სურვილი ასაკით პენსიონერ იმ მასწავლებლებს აქვთ, რომლებმაც საგამოცდო რეგისტრაცია უკვე გაიარეს, თუმცა ახალი ინიციატივის გაცნობის შემდეგ, ცენტრს რეგისტრაციის გასაუქმებლად ცხელი ხაზის საშუალებით მიმართავენ.

„ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ცხელ ხაზზე ზარები საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან. მართალია, ისინი დარეგისტრირდნენ გამოცდისთვის, მაგრამ გადაიფიქრეს და რეგისტრაციის გაუქმება სურთ, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და გამოცდაზე გასვლა აღარ უნდათ,“ – განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძემ განმარტა, რომ რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი და რეგისტრაციაზე გადახდილი საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ ხვალ 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ,” – განაცხადა სოფო გორგოძემ. 

პედაგოგების ნაწილს სკოლის დატოვების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობენ

სახელმწიფო ამ პედაგოგებს ნებაყოფილობით არჩევანს 2019 წლამდე უტოვებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპეტენციის დასადასტურებლად პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია გამოაცხადა.

პოპულალურები