LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის – მაჭავარიანი

62
101592337-3122433797794912-1788531485653860352-n

ფინანსთა მინისტრი ტურიზმის სექტორზე საუბრობს და ამბობს, რომ 50 ათასი ტურისტის შემოსვლა წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის.

„ჩვენ დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. მერე რომც შეზღუდვები არ დავაწესოთ, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება“, – ამბობს ივანე მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრი საზღვრების გახსნის თემასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მთავრობა სიფრთხილით მოეკიდება საზღვრების გახსნას.

„შევეცდებით, ის ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ის წესი მიმოსვლის ისეთნაირად დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში ხელი შევუწყოთ მიმოსვლას”, – დასძინა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები